მისანიჭებელი კვალიფიკაციები ქართულ და ინგლისურ ენაზე:
საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ლოგისტიკაში / Secondary Vocational
Qualification in Logistics
მიზანი
პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც
სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის სფეროსთვის უზრუნველყოფს
კონკურენტუნარიან კადრს, რომელმაც იცის სატრანსპორტო, სასაწყობო დოკუმენტაციის
შევსება; ტვირთის შენახვა საწყობში; ნაშთების კონტროლი; სატვირთო გადაზიდვების
დაგეგმვა; ტრანსპორტის სახეების აღწერა და შესაბამისი ტრანსპორტის სახის შერჩევა;
გუნდური მუშაობა; მონიტორინგი და შეფასება; შეკვეთის გაფორმება; ტვირთის
ჩატვირთვა/გადმოტვირთვის ზედამხედველობა; გადაზიდვების მონიტორინგი.
პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც
დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ პროფესიული ეთიკის, შრომისა და
უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ამასთან, სპეციალისტები აღჭურვილი იქნებიან
პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.
დაშვების წინაპირობა
სრული ზოგადი განათლება.
დასაქმების შესაძლებლობები:
ლოგისტიკაში საშუალო საფეხურის პროფესიული
კვალიფიკაციის მფლობელს, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის მიმართულებით
შეუძლია დასაქმდეს ტვირთების გადამზიდავ ექსპედიტორულ და სატრანსპორტო -
ლოგისტიკურ ორგანიზაციებში; საბაჟო-სატრანსპორტო მომსახურების საწარმოებში;
სატრანსპორტო-ლოგისტიკური ასოციაციებში; სატრანსპორტო და საექსპედიციო
ორგანიზაციებში; სხვადასხვა დონის სავაჭრო-ლოგისტიკური კომპლექსებში;
სავაჭროშემსყიდველი და საშუამავლო ორგანიზაციებში; მზა პროდუქციის მსხვილ
სადისტრიბუცორო ორგანიზაციებში; გამანაწილებელ და ლოგისტიკურ ცენტრებში;
საბაჟო ტერმინალური კომპლექსებში; სასაწყობო მეურნეობებში, საბაჟო საწყობებში.