მიზანი
პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც
სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრს,
რომელმაც იცის სატრანსპორტო, სასაწყობო დოკუმენტაციის შევსება; ტვირთის შენახვა საწყობში;
ნაშთების კონტროლი; სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვა; ტრანსპორტის სახეების აღწერა და
შესაბამისი ტრანსპორტის სახის შერჩევა; გუნდური მუშაობა; მონიტორინგი და შეფასება; შეკვეთის
გაფორმება; ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის ზედამხედველობა; გადაზიდვების
მონიტორინგი.
პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც დაკისრებულ
მოვალეობას შეასრულებენ პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
ამასთან, სპეციალისტები აღჭურვილი იქნებიანპროფესიული დაზოგადი/ტრანსფერულიუნარებით.
დაშვების წინაპირობა
საბაზო განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: ლოგისტიკაში საშუალო საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის
მფლობელს, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის მიმართულებით შეუძლია დასაქმდეს
ტვირთების გადამზიდავ ექსპედიტორულ და სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ორგანიზაციებში;
საბაჟო-სატრანსპორტო მომსახურების საწარმოებში; სატრანსპორტო-ლოგისტიკური ასოციაციებში;
სატრანსპორტო და საექსპედიციო ორგანიზაციებში; სხვადასხვა დონის სავაჭრო-ლოგისტიკური
კომპლექსებში; სავაჭრო-შემსყიდველი და საშუამავლო ორგანიზაციებში; მზა პროდუქციის მსხვილ
სადისტრიბუცორო ორგანიზაციებში; გამანაწილებელ და ლოგისტიკურ ცენტრებში; საბაჟო
ტერმინალური კომპლექსებში; სასაწყობომეურნეობებში, საბაჟო საწყობებში.