სატყეო საქმე / Forestry

July 16, 2021
9 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 36 თვე
საფასური:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სატყეო საქმეში /Secondary Vocational Qualification in Forestry
პროგრამის აღწერა:

მიზანი

პროგრამის მიზანია მომზადდეს კვალიფიციური სატყეო საქმის სპეციალისტი, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი უნარ-ჩვევებით და უსაფრთხოდ განახორციელებს ტყეში სატყეო სამეურნეო ღონისძიებებს, მათ შორის: ხე-ტყის დამზადებას, ტყის აღდგენის ღონისძიებებს (თესლის შეგროვება, თესვა, დარგვა, სანერგის მოწყობა და სხვა). განახორციელებს ხე-ტყის დახარისხებას, უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვასა და მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.

დაშვების წინაპირობა

სრული ზოგადი განათლება

საბაზო ზოგადი განათლება – საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების შემთხვევაში

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

სატყეო საქმეში საშუალოპროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს მენახშირედ, ტყის მჭრელად, ხე-ტყის დამამზადებლად, მეტყევედ, ხის მჭრელად, ხე-ტყის კრეისერად, ტყის მუშად სახელმწიფო სტრუქტურაში, ასევე, წვრილ, საშუალო და მსხვილ ბიზნეს ორგანიზაციაში (ლიცენზიის მფლობელები)

ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 02.1; 02.10; 02.10.0; 02.2; 02.20; 02.20.0;

დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 9215

სტრუქტურა და მოდულები

სატყეო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს – სრული ზოგადი განათლების მქონე პირის შემთხვევაში 5ზოგად მოდულს ჯამური 15კრედიტის რაოდენობით, 9პროფესიულ მოდულს ჯამური 33კრედიტის რაოდენობით. კვალიფიკაციის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 48 კრედიტი.ქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 48 კრედიტი, არაქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 78 კრედიტი, რომელთაგან ზოგადი მოდულების კრედიტებს ემატება ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 (ჯამურად 30 კრედიტი)

სატყეო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს – საბაზო ზოგადი განათლება მქონე პირის შემთხვევაში 7ზოგად მოდულს ჯამური 68კრედიტის რაოდენობით, 9პროფესიულ მოდულს ჯამური 33კრედიტის რაოდენობით. კვალიფიკაციის მისაღებად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 101 კრედიტი. ქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 101 კრედიტი, არაქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 131 კრედიტი, რომელთაგან ზოგადი მოდულების კრედიტებს ემატება ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 (ჯამურად 30 კრედიტი)

დეტალურად პროგრამა იხილეთ:

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: 0353 20 04 23
მისამართი: კაჭრეთი, , ,
ელ.ფოსტა: kachreti@gmail.com

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]