პროგრამის ხანგრძლივობა (საათი):
4 წელი
საფასური:
3 000 ლარი
სერთიფიცირება:
დიპლომი
პროგრამის აღწერა:
ჩასაბარებელი გამოცდები პრიორიტეტების მიხედვით: მათემატიკა, უცხო ენა, ქართული ენა და ლიტერატურა.
ადგილების რაოდენობა: 120
აღნიშნული სპეციალობით ბაკალავრიატში სწავლების უმთავრესი მიზანია:
•კურსდამთავრებულს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა საჰაერო ხომალდების, საავიაციო ძრავებისა და მათი ფუნქციური სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის მიმართულებით, რაც საშუალებას მისცემს დაეუფლოს საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების პრაქტიკული საქმიანობის უნარ-ჩვევებს;
•შეძენილი თეორიული ცოდნისა და უნარების საფუძველზე საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების თანამდროვე ტექნოლოგიების დინამიკურ და სწრაფად ცვლად გარემოში ორიენტირება;
•მოვლენათა კომპლექსური ხედვის, საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული დარგობრივი კომპეტენციების ჩამოყალიბება, პროცესების ობიექტური შეფასების უნარჩვევათა ფორმირება;
•შრომის ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი საავიაციო სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც მიეცემათ იმ თანამდებობებზე მუშაობის შესაძლებლობა, სადაც საჭიროა ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.


საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:
ბაკალავრიატი
ტელეფონი:
+995 (32) 277 65 71;
მისამართი:
ქეთევან დედოფლის 16, , საქართველო,
ვებ-გვერდი:
https://ssu.edu.ge/
ელ.ფოსტა:
mail@ssu.edu.ge