საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება (B1.1)

July 16, 2021
10 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 24 თვე
საფასური: 5 800 ლარი
პროგრამის აღწერა:

პროგრამის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის ძრავიანი ტრანსპორტის (მ.შ. დედამიწაზე მოძრავი მანქანები და სასოფლო – სამეურნეო მანქანები, გემები, მატარებლები, საჰაერო ხომალდები) დაპროექტებას, განვითარებას, წარმოებას, ექსპლუატაციას, ხარვეზების დიაგნოსტიკას, რემონტსა და მომსახურებას. ამ სფეროსთვის ასევე, შესაძლებელია ლითონის სტრუქტურისა და ძრავების შესწავლის კომბინირება. კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს შემდეგ პოზიციებზე: საჰაერო ხომალდების ძრავების მონტაჟის სპეციალისტი, საჰაერო ხომალდების მომსახურების ზედამხედველი, საჰაერო ხომალდების მექანიკოსი, საჰაერო ხომალდების რესტავრატორი, საჰაერო ხომალდების გამართვის ტექნიკოსი, საჰაერო ხომალდების და ძრავების მექანიკოსი, პლანერის მექანიკოსი, საჰაერო ხომალდების მომსახურების ტექნიკოსი, შვეულმფრენის მექანიკოსი, რეაქტიული ძრავების მექანიკოსი, პნევმოსისტემის მექანიკოსი (საჰაერო ხომალდი), ძალური დანადგარის მექანიკოსი (საჰაერო ხომალდი). პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება შემდეგი სამუშაოების შესრულება: 1. შეასრულოს საჰაერო ხომალდების მექანიკური სამონტაჟო სამუშაოები 2. ააწყოს საჰაერო ხომალდი 3. დაშალოს საჰაერო ხომალდი 4. შეასრულოს კაბელებზე სამუშაოები 5. შეასრულოს ელექტროობაზე სამუშაოები 6. შეასრულოს ავიონიკის სამუშაოები 7. შეასრულოს ფურცლოვან მეტალებზე სამუშაოები 8. შეასრულოს საჰაერო ხომალდის და მისი სისტემების ტექნიკური მომსახურება

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: 2242437
მისამართი: ძველი თბილისი,ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N191გ, , ,

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]