კატეგორია: ბაკალავრიატი

სტომატოლოგია

საქართველო
April 2, 2021
4 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 5 სასწავლო წელი
საფასური: 2 950 ლარი
სერთიფიცირება: გაიცემა დიპლომი
პროგრამის აღწერა:

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა

 

  • პროგრამისკოდი - 1150106;
  • სწავლის საფასური - 2950 ლარი;
  • პროგრამის ხანგრძლივობა 5 წელი;
  • პროგრამა აკრედიტებულია და ფინანსდება სახელმწიფო გრანტით.

 

 

რატომ სტომატოლოგია?

სტომატოლოგიის პროგრა მაორიენტირებულია საუნივერსიტეტო განათლების, სტომატოლოგიაში საბაზისო დაკ ლინიკური თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარ–ჩვევების და მაღალი ეთიკური ღირებულებების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე, პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაზე.

პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისათვის ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურითა და მასალებით აღჭურვილი, ორი საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა. 7 თანამედროვე დენტალური სავარძელი, ტექნიკური აღჭურვილობა (ვიზიოგრაფი, სკალერის აპარატი, Air-Flow სისტემა, ფოტოპოლიმერიზატორები), უახლესი კომპოზიციური და ფესვის არხის საბჟენი მასალები და ინსტრუმენტები სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ პაციენტთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე, აღსანიშნავია საფანტო მოსწავლების კაბინეტები აღჭურვილი უახლესი მულაჟებითა და ფანტომებით, პორტატული ელექტრული ბუნიკებით, სადაც შესაძლებელია სტომატოლოგიის პროგრამის განხორციელების პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული რეალიზება. სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს კარიესული ღრუების პრეპარირებისა და დაბჟენის უახლეს ტექნოლოგიებსა და მეთოდიკას, თანამედროვე საბჟენი მასალების გამოყენების თავისებურებებს, სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარების თანმიმდევრობას და პრაქტიკულად გაიაზროს მასში ყველა საჭირო ინსტრუმენტისა და საშუალების სწორად გამოყენების მნიშვნელობა, პედაგოგის დახმარებით სტუდენტი ასრულებს მარტივ მანიპულაციებს ფანტომებზე. კერძოდ, კბილის მაგარი ქსოვილების პრეპარირების ძირითადი მეთოდებისა და ეტაპების  დემონსტრირებას; კორონალური და ინტრარადიკულური პრეპარირების ეტაპების დემონსტრირებას; ადეკვატური ანესთეზიის ჩატარების დემონსტრირებას; შედეგად სტუდენტს აქვს შესაძლებლობა დაეუფლოს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას სტომატოლოგიის პროგრამის ფარგლებში სწავლების ადრეული ეტაპიდან.

 

მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები

CIU ევროპაში 60-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, შესაბამისად, ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სრული ან თანადაფინანსებით იმოგზაურონ უცხოეთში და მიიღონ საუკეთესო ევროპული განათლება.

 

აქ ყველაფერია შენი წარმატებული კარიერისთვის - გამოსცადე 100%-იანი სტუდენტობა CIU-სთან ერთად:

  • საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროგრამები და სწავლების თანამედროვე მეთოდები;
  • მაღალკვალიფიციური ლექტორები;
  • პრაქტიკული და საინტერესო საგნები;
  • დასაქმება სწავლის პარალელურად;
  • სტუდენტზე მორგებული გადახდის სისტემა;
  • მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება;
  • გაცვლითპი როგრამები დაფინანსებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში;
  • საუკეთესო გარემო სწავლისა და განტვირთვისთვის.

 

თან წელს შენთვის განსაკუთრებული შეთავაზებები გვაქვს:

აირჩიე 115 - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ პრიორიტეტად და მიიღე 100 ლარიანიყოველთვიურისტიპენდიაპირველსემესტრში+ ლეპტოპი;

 

100%ან 70%-იანისახელმწიფოგრანტისმფლობელსტუდენტს- CIU გრანტი + ლეპტოპი + 100 ლარიანისტიპენდია პირველ სემესტრში;

 

მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში მიიღე 100 ლარიანიყოველთვიურისტიპენდიაპირველ სემესტრში ანლეპტოპი;

 

ასევე, ისარგებლე შემდეგი უპირატესობებით:

100%, 50% ან 20%-იანი სტიპენდია მეორე სემესტრიდან;

20%-იანი დაფინანსება ოქროს მედალზე, ვერცხლზე - 10%.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია 6 ნაწილად ან შენთვის მორგებული გრაფიკით.

 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები:

 

სავალდებულო

 

ქართულიენადალიტერატურა (მინიმალურიზღვარი 25%-ზემეტი)

უცხოენა (მინიმალურიზღვარი 35%-ზემეტი)

ბიოლოგია (მინიმალურიზღვარი 35%-ზემეტი)

 

სავალდებულო-არჩევითი

 

მათემატიკა (მინიმალურიზღვარი 20%-ზემეტი)

ფიზიკა (მინიმალურიზღვარი 25%-ზემეტი)

ქიმია (მინიმალურიზღვარი 35%-ზემეტი)

 

 

 

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: (+995 32) 2 945992
მისამართი: 0141, თბილისი, ჩარგლის ქუჩა N 73, , საქართველო,
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]