კატეგორია: ბაკალავრიატი

სტომატოლოგია

საქართველო
March 30, 2021
6 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 5 წელი (7500 საათი)
საფასური: 2 500 ლარი
სერთიფიცირება: დიპლომი
პროგრამის აღწერა:

პროგრამა ორიენტირებულია მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ კრიტერიუმებზე და ითვალისწინებს სტომატოლოგიის სწავლების საერთაშორისო ტენდენციებს. ამასთან ერთად გათვალისწინებულია საქართველოს სტომატოლოგიური სკოლის მრავალწლიანი კლინიკური და პედაგოგიური გამოცდილება.

შესაბამისად, სტომატოლოგიის  პროგრამა შედგენილია ისეთი თანმიმდევრობით, რომ სტუდენტები თანმიმდევრულად სწავლობენ ფუნდამენტურ და ზოგად კლინიკურ დისციპლინებს (ბიოლოგიას, ანატომიას, ნორმალურ და პათოლოგიურ ფიზიოლოგიას, სამედიცინო და ბიოლოგიურ ქიმიას, მიკრობიოლოგიას, იმუნოლოგიას, ბიოფიზიკას, ჰისტოლოგიას, პათოლოგიურ ანატომიას და სხვ.). ამ საგნების სწავლისას პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება სტომატოლოგიის სპეციფიკურ საკითხებს.

სტუდენტები სპეციალობას ეცნობიან შესავალი კურსებით უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიებსა და კლინიკებში და  იძენენ პრაქტიკულ უნარებს. შემდგომი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სპეციალიზებულ კლინიკებში, თერაპიულ, ქირურგიულ, ორთოპედიულ, ბავშვთა და მოზარდთა  სტომატოლოგიაში და სხვ.

სასწავლო პროგრამა დაფუძნებულია ადამიანის ორგანიზმის აგებულების, მასში მიმდინარე ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური პროცესების, დაავადებათა (სტომატოლოგიური და არასტომატოლოგიური) ეტიოლოგიისა და პათოგენეზის პათ. მორფოლოგიის კლინიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხების შესწავლაზე.

პროგრამის მიზანი

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს პროფესიონალი, ჰუმანური, პასუხისმგებელი, საქართველოსა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი დიპლომირებული სტომატოლოგი, რომელიც მზად არის შემდგომი განათლებისა და პროფესიული განვითარებისათვის.პროგრამას დასახული აქვს შემდეგი ამოცანები:

  • სტუდენტისათვის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ღონისძიებათა განსახორციელებლად აუცილებელი საბაზისო და კლინიკური ცოდნის გადაცემა;
  • სტუდენტის პროფესიული და კლინიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
  • სტუდენტისათვის პაციენტთან და კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობის უნარის განვითარება.

დასაქმების სფერო 

სტომატოლოგის საგანამანათლებლო  პროგრამის კურსდამთავრებულს მიღებული ცოდნა და   უნარ-ჩვევები საშუალებას მისცემს იმუშაოს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სამედიცინო დაწესებულებებში, სპეციალიზებულ სტომატოლოგიურ კლინიკებში, პოლიკლინიკების სტომატოლოგიურ განყოფილებაში, კერძო სტომატოლოგიურ კაბინეტებში.

დიპლომირებულ სტომატოლოგს შეუძლია:

  • გაიაროს  რეზიდენტურა და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მიიღოს დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება სტომატოლოგიური პროფილის სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში (მათ  შორის  თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში არსებულ  ჰოსპიტლებში;
  • იმუშაოს უმცროს ექიმად ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან და სამედიცინო მომსახურეობასთან;
  • განახორციელოს კვლევითი საქმიანობა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სხვადასხვა სექტორში, რომელიც არ გულისხმობს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას.
საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: +995 32 2545909
მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №31 (ყოფილი ჩოლოყაშვილის 53), , საქართველო,
ელ.ფოსტა: thu-posta@thu.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]