კატეგორია: ბაკალავრიატი

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა

საქართველო
April 9, 2021
11 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
no media
საფასური:
სერთიფიცირება: დილომირებული სტომატოლოგი
პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულთა სტომატოლოგიური
პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისი კომპეტენციების გამომუშავება, რაც გულისხმობს დარგის თეორიული
საფუძვლების ცოდნასა და კლინიკური უნარ-ჩვევების ფლობას. შეისწავლის კბილებისა და
ღრძილების დაავადებებისა და დარღვევების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას.
ასევე, შეისწავლის კბილის პროთეზებისა და ორთოდონტული მოწყობილობის შემუშავებას,
გაკეთებასა და შეკეთებას. ასევე მოიცავს კბილის ექიმის ასისტირების შესწავლასაც. აღზარდოს კონკურენტუნარიანი და სათანადო კომპეტენციის მქონე
დიპლომირებული სტომატოლოგები, რომლებიც შეძლებენ შემდგომ პროფესიულ განვითარებას, კერძოდ, რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელებას, რეზიდენტურის ალტერნატიული
დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) კურსის გავლას, უმცროს ექიმად
მუშაობას ან კვლევითი საქმიანობის განხორციელებას მედიცინის თეორიულ დარგებში ან
ჯანმრთელობის დაცვის სხვა სფეროებში, რომელიც არ გულისხმობს დამოუკიდებელ საექიმო
საქმიანობას. სტომატოლოგიის პროგრამის მიზანი შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას.

პროგრამა მიმართულია: მისცეს კურსდამთავრებულს დარგობრივ სფეროში სამედიცინო
პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი საბაზისო, კლინიკური, ქცევითი და
სოციალური მეცნიერებების საფუძვლების ცოდნა; გამოუმუშავოს ზოგადი კლინიკური უნარჩვევები; მისცეს დარგის მეთოდოლოგიისა და პროფესიული ეთიკის ცოდნა; მისცეს
სტომატოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკის; სტომატოლოგიურ დაავადებათა
პროფილაქტიკის ცოდნა და პრაქტიკულად გამოყენების უნარი; სტომატოლოგიურ
დაავადებათა მკურნალობის პრინციპების ცოდნა. გამოუმუშავოს უწყვეტი სამედიცინო
განათლების მოტივაცია; გამოუმუშავოს დამოუკიდებლად სამედიცინო ინფორმაციის
მოპოვების და კრიტიკულად შეფასების უნარი; გამოუმუშავოს მომავალ ექიმებს პაციენტის
პატივისცემა, მათი ინტერესების გათვალისწინების უნარი მიუხედავად მისი სოციალური,
კულტურული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა; უზრუნველყოს სამედიცინო
კადრების მზადება თანამედროვე სამეცნიერო ცოდნისა და ტექნოლოგიური წინსვლის
შესაბამისი სამედიცინო განათლებით.

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: (+995) 275-25-13
მისამართი: საქართველო,
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]