კატეგორია: ბაკალავრიატი

ტურიზმი

საქართველო
March 30, 2021
6 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 4 წელი (6000 საათი)
საფასური: 2 000 ლარი
სერთიფიცირება: დიპლომი
პროგრამის აღწერა:

ტურიზმი მსოფლიო მეურნეობის ერთ-ერთი უმსხვილესი, მაღალშემოსავლიანი და დინამიურად განვითარებადი დარგია. მოაქვს რა ეკონომიკური სარგებელი და ზრდის რა დასაქმებას, ამავე დროს ტურიზმი არის არა მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობის სახესხვაობა, არამედ მნიშვნელოვანი ფაქტორი ადამიანთა ურთიერთქმედებისა, რომელთაც სჭირდებათ მომსახურების ფართო სპექტრი.

საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრირება მსოფლიო თუ რეგიონულ ეკონომიკაში და ამით ქვეყნის პოტენციალის ზრდა და შეუქცევადი განვითარება, დიდწილად დამოკიდებულია სრულფასოვანი და მაღალი ხარისხის ტურისტული ინდუსტრიის განვითარებაზე, ეს კი წარმოუდგენელია ტურიზმის სფეროსათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების გარეშე.

პროგრამის მიზანი:

  • სტუდენტის მომზადება კვალიფიციურ და კონკურენტუნარიან   სპეციალისტად   ტურიზმის   შრომით  ბაზარზე;
  • მოამზადოს ცვალებად პროფესიულ   გარემოსთან   ადვილად   ადაპტირებადი  სპეციალისტი, რომელსაც ექნება: ტურიზმის სფეროს ფართო ცოდნა, დარგობრივი უნარები; ეცოდინება ტურიზმის ცნებები, დეფინიციები და განმარტებები,  ტურიზმის დარგობრივი სტრუქტურა, ფუნქციონირების მექანიზმები, გაერკვევა ტურისტული ფირმებისა და ტურიზმის ძირითად ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ  ფუნქციებში;
  • პროგრამის მიზანია ასევე მოამზადოს ისეთი     სპეციალისტი,     რომელიც     შეძლებს     ტურიზმის  სფეროში  მიმდინარე  პროცესების  გაცნობიერებას, კრიტიკულ  გააზრებას  და  ექნება  ფართო ცოდნა  ტურიზმის  თეორიულ    და    პრაქტიკულ    ასპექტებში,    ექნება    პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები; განუვითარებს  სტუდენტს   ანალიტიკური  აზროვნების,  გადაწყვეტილების მიღებისა     და     კომუნიკაციის     უნარებს.
  • უზრუნველყოს სტუდენტებში უმაღლესი განათლების ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების ფორმირება და მის მიერ თანამედროვე ცოდნის შეძენა; უზრუნველყოს საქართველოს შიდაეროვნული შრომის ბაზარი, დამსაქმებელთა მოთხოვნების ადეკვატური ხარისხის, სათანადო კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ტურიზმის დარგის სპეციალისტებით.

დასაქმების სფერო:

ტურიზმის ბაკალავრის ხარისხის მქონეებმა შეიძლება დაიკავონ პოზიციები:

  • ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ტურისტულ საწარმოსა ან ორგანიზაციაში სტრუქტურული  ქვედანაყოფების  ხელმძღვანელად  -  ტუროპერატორის,  ტურისტულ  სააგენტოს, სასტუმროს  ადმინისტრაციაში;
  • აგრეთვე ვიზიტორთა ბიუროს   მენეჯერის,   საჯარო   სექტორისა და   ეროვნული   ტურიზმის   ორგანიზაციებში  და სხვა  ფუნქციონალურ სფეროებში შემდეგ პოზიციებზე: ტურიზმისა და სასტუმროს მენეჯმენტის ტრენერი, ავიაბილეთების ოპერატორი, შემომყვანი ტურ-ოპერატორი, გამყვანი ტურების ტურ ოპერატორი, ტურ აგენტი, ტურ მენეჯერი, გაყიდვების ოპერატორი და სხვ.
საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: +995 32 2545909
მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №31 (ყოფილი ჩოლოყაშვილის 53), , საქართველო,
ელ.ფოსტა: thu-posta@thu.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]