კატეგორია: ბაკალავრიატი

ტურიზმი

საქართველო
April 1, 2021
11 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 4 სასწავლო წელი
საფასური: 2 500 ლარი
სერთიფიცირება: გაიცემა დიპლომი
პროგრამის აღწერა:

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი  კოდი 115

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა

 

  • პროგრამისკოდი – 1150109;
  • სწავლის საფასური – 2500 ლარი;
  • პროგრამის ხანგრძლივობა 4 წელი;
  • პროგრამა აკრედიტებულია და ფინანსდება სახელმწიფო გრანტით.

 

 

რატომ ტურიზმი?

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელსაც განვითარების მრავალმხრივი პერსპექტივა გააჩნია. ამ დარგში მრავალფეროვანი საქმიანობის შესაძლებლობებია, კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაც სწორედ კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაზეა ორიენტირებული, რომლებსაც ყველა ის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები ექნებათ, რაც აუცილებელია სფეროში წარმატების მისაღწევად.

პროგრამა გამორჩეულია თანამედროვე სასწავლო კურსებითა და მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით, პრაქტიკული  კომპონენტების  შემცველ სასწავლო კურსებს კი წარმატებული ტურისტული ბიზნეს სექტორის პროფესიონალი მენეჯერები უძღვებიან.

პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს ტურიზმის ლაბორატორია, რომლის მიზანია სტუდენტებისთვისმიღებულითეორიული ცოდნის პრაქტიკული კომპონენტით გაძლიერება. ლაბორატორია სტუდენტების განვითარების მიზნით უზრუნველყოფს დარგობრივი საჯარო ლექციების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და პროფესიული გასვლითი ტურების დაგეგმვა-განხორციელებას. ლაბარატორია აქტიურად თანამშრომლობს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ტურიზმის  ასოციაციასთან,  სასტუმროების და რესტორნების ასოციაციასთან.ასევე, სტუდენტები სწავლობენ სასტუმროსმართვისკომპიუტერულპროგრამას – OPERA (PMS), რომელიც მოიცავს  სატუმროს ონლაინ დაჯავშნას, დებიტორული დავალიანების მართვას, ღონისძიებების დაგეგემვას და სხვა, რაც სტუდენტთა პრაქტიკულ უნარებს  ანვითარებს  და დასაქმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

სტუდენტები პროგრამის ფარგლებში გადიან სამთვიან პრაქტიკას ტურისტული ბიზნეს სექტორის წარმატებულ კომპანიებში.  ხშირ შემთხვევაში მათი დასაქმება ხდება პრაქტიკის დასრულებისთანავე ისეთ სასტუმროებში, როგორიც არის Biltmore Hotel Tbilisi, Hotel Sheraton Metechi Palace, Sevsamora Resort & Spa და სხვ. ასევე, ტურისტულ კომპანიებში ITRAVEL, Discover Georgia და სხვ.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რეგიონებში  საქმდებიან დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასა და ადგილობრივ ტურისტულ  ორგანიზაციებში.

 

 

 

მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები

CIU ევროპაში 60-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს, შესაბამისად, ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სრული ან თანადაფინანსებით იმოგზაურონ უცხოეთში და მიიღონ საუკეთესო ევროპული განათლება.

 

აქ ყველაფერია შენი წარმატებული კარიერისთვის – გამოსცადე 100%-იანი სტუდენტობა CIU-სთან ერთად:

  • საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული პროგრამები და სწავლების თანამედროვე მეთოდები;
  • მაღალკვალიფიციური ლექტორები;
  • პრაქტიკული და საინტერესო საგნები;
  • დასაქმება სწავლის პარალელურად;
  • სტუდენტზე მორგებული გადახდის სისტემა;
  • მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება;
  • გაცვლითპი როგრამები დაფინანსებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში;
  • საუკეთესო გარემო სწავლისა და განტვირთვისთვის.

 

თან წელს შენთვის განსაკუთრებული შეთავაზებები გვაქვს:

აირჩიე 115 – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ პრიორიტეტად და მიიღე 100 ლარიანიყოველთვიურისტიპენდიაპირველსემესტრში+ ლეპტოპი;

 

100%ან 70%-იანისახელმწიფოგრანტისმფლობელსტუდენტს- CIU გრანტი + ლეპტოპი + 100 ლარიანისტიპენდია პირველ სემესტრში;

 

მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში მიიღე 100 ლარიანიყოველთვიურისტიპენდიაპირველ სემესტრში ანლეპტოპი;

 

ასევე, ისარგებლე შემდეგი უპირატესობებით:

100%, 50% ან 20%-იანი სტიპენდია მეორე სემესტრიდან;

20%-იანი დაფინანსება ოქროს მედალზე, ვერცხლზე – 10%.

 

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია 6 ნაწილად ან შენზე მორგებული გრაფიკით.

 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები:

 

სავალდებულო

 

ქართულიენადალიტერატურა (მინიმალურიზღვარი 25%-ზემეტი)

უცხოენა (მინიმალურიზღვარი 25%-ზემეტი)

 

სავალდებულო-არჩევითი

 

მათემატიკა (მინიმალურიზღვარი 20%-ზემეტი)

ისტორია (მინიმალურიზღვარი 25%-ზემეტი)

 

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: (+995 32) 2 945992
მისამართი: მისამართი: 0141, თბილისი, ჩარგლის ქუჩა N 73, , საქართველო,
ელ.ფოსტა: ciu@ciu.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]