ფარმაცია

July 15, 2021
5 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 19 თვე
საფასური: 3 528 ლარი
პროგრამის აღწერა:

პროგრამის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის წამლებს და ადამიანზე მათ გავლენას. პროგრამა მოიცავს წამლის მომზადებას, განაწილებასა და ადმინისტრიებას. კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე აფთიაქებში (ავტორიზებულ აფთიაქში, სპეციალიზებულ და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში), საბითუმო რეალიზაციის ობიექტზე, სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება შემდეგი სამუშაოების შესრულება: 1. შეამოწმოს პროდუქცია ვიზუალურად 2. დაადგინოს თანხმლებ დოკუმენტაციასთან იგივეობა 3. შეამოწმოს სასაქონლო ნიშნები და რაოდენობა 4. განათავსოს პროდუქცია სათანადო ადგილას 5. ჩაატაროს სააფთიაქო ნაშთის პერიოდული კონტროლი 6. შეძლოს ორიგინალური შეფუთვის მცირე შეფუთვებად დაფასოება–მარკირება 7. მომზადება რეცეპტის მიხედვით სითხოვანი, მყარი და რბილი წამლის ფორმები 8. შეძლოს გაითვალისწინოს მომხმარებელთან ურთიერთობისას ფარმაცევტული ეთიკის და დეონტოლოგიის პრინციპები 9. შეძლოს მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქციის შერჩევა-მიწოდება, კონსულტაციის გაწევა პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების, გამოყენებისა და შენახვის პირობების შესახებ 10. შეძლოს ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია 11. შეძლოს ანგარიშის მომზადება–ჩაბარება პროდუქციის მიღების, ნაშთის პერიოდული შემოწმების, ექსტემპორალური წამლის ფორმების მომზადების, მცირე შეფუთვებად წამლის ფორმების დაფასოების შესახებ 12. დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, გარემოსა და უსაფრთხოების წესები. სწავლების მეორე წელს პროფესიული სტუდენტი გაივლის სტაჟირებას (ხელფასით) და სწავლის დასრულებისთნავე დასაქმდება პსპ-ს სააფთიაქო ქსელში. პროგრამა საბიუჯეტოა, 2 წლიანი. პროფესიული სტუდენტისათვის წლიური გადასახადი შეადგენს მხოლოდ 610 ლარს.

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: 555513228
მისამართი: საგარეჯო,ლეონიძის 33ა, , ,

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]