კატეგორია: ბაკალავრიატი

ფარმაცია

საქართველო
March 30, 2021
6 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 4 წელი (6000 საათი)
საფასური: 2 000 ლარი
სერთიფიცირება: დიპლომი
პროგრამის აღწერა:

პროგრამა ორიენტირებულია „ფარმაცევტთა საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებზე და შესაბამისობაშია საერთაშორისო სასწავლო პროგრამებთან. ამასთან ერთად გათვალისწინებულია საქართველოს ფარმაცევტული სკოლის მრავალწლიანი პრაქტიკული და პედაგოგიური გამოცდილება.

საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავ­რებულს ექნება საბაზო თე­ო­­­­რიული ცოდნა ფარმაციის ძირითად დარგებში და შეეძლება მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება, ექნება კონკრეტული ამოცანის დასმის და მისი გადაწყვეტის უნარ-ჩვევები, როგორც კლასიკური მეთოდებით, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

სტუდენტები სპეციალობას ეცნობიან და იღებენ პრაქტიკულ უნარებს, უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ლაბორატორიებსა უნივერსიტეტთან აფილირებულ დაწესებულებებში (კლინიკა, აფთიაქი, ფარმაცევტული საწარმო და სხვ.).

 პროგრამის მიზანი:

  • მოამზადოს კვალიფიციური, ფარმაციის დარგში განსწავლული, სათანადო უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების,  ძირითადი საერთაშორისო სამედიცინო-ფარმაცევტული სტანდარტების შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების, მქონე პირი, რომლის ამოცანაა საერთაშორისოდ აღიარებული  სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების გამოყენებით, აგრეთვე ქართული ტრადიციების გათვალისწინებით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა, მოსახლეობის უზრუნველყოფა ეფექტური, ხარისხიანი და უსაფრთხო სამკურნალწამლო საშუალებებით და გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დროს შეძლოს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.
  • მოამზადოს კეთილსინდისიერი ფარმაცევტი, რომელსაც საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების შემდეგ ეცოდინება საბაზისო ბიოსამედიცინო, დარგობრივი და სოციალური მეცნიერებები; შეიძენს პროფესიულ უნარებს; ასევე გადაწყვეტილების მიღების უნარებს; შეისწავლის სამედიცინო და ფარმაცევტული ეთიკის საკითხებს.
  • კურსდამთავრებულებს მისცეს ფართო ცოდნა ფარმაცევტული ნედლეულის დამზადების, გადამუშავების, მზა წამალთფორმების მომზადების, ფარმაცევტული ანალიზის, ხარისხის კონტროლის, სტანდარტიზაციის, რაციონალური ფარმაკოთერაპიის, ფარმაცევტული დაწესებულებების და საწარმოების ორგანიზაციის პრინციპების, მართვისა და საბაზრო ეკონომიკის თეორიული საფუძვლებისა და პრაქტიკულად განხორციელების ხერხებზე, მეთოდებზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
  • ხელი შეუწყოს მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და აქტივობის, ჰუმანიზმის, დემოკრატიის, ლიბერალური ღირებულების პრინციპების მატარებელი თავისუფალი პიროვნების  ჩამოყალიბებას.

დასაქმების სფერო:

„ფარმაციის“ საბაკალავრო საგანამანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები საშუალებას მისცემს იმუშაოს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებში. კერძოდ:
- ფარმაცევტულ ბაზებსა და ფარმაცევტულ დაწესებულებებში (საწარმოში, ფარმაცევტულ ბაზებში, ღია და დახურული ტიპის აფთიაქებში,);
- ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებში;
- სასამართლო და ქიმიური ექსპერტიზის, წამლის ხარისხის კონტროლისა და ტოქსიკოლოგიის ლაბორატორიებში;
- სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში (კლინიკა, ჰოსპიტალი და სხვ.);
- ფარმაციის ბაკალავრს - უფლება აქვს დამოუკიდებლად იმუშაოს პროფილურ სასწავლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში; აფთიაქსა და სააფთიაქო ბაზაში პირველად თანამდებობებზე;

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: +995 32 2545909
მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №31 (ყოფილი ჩოლოყაშვილის 53), , საქართველო,
ელ.ფოსტა: thu-posta@thu.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]