კატეგორია: ბაკალავრიატი

ფერწერა

საქართველო
April 5, 2021
3 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
no media
საფასური:
პროგრამის აღწერა:

ფერწერის საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს პროფესიონალი მხატვარი, სერიოზული ხელოვანი, კვალიფიცირებული
ექსპერიმენტატორი ოსტატი, რომლის პროფესიული შესაძლებლობები შეესაბამება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების
მოთხოვნებს ბაკალავრისათვის განსაზღვრულ დონეზე. ფერწერა გამორჩეული და ერთ-ერთი უძველესი დარგია სახვითი
ხელოვნების ისტორიში, იგი საფუძვლად უდევს გამომსახველობითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგს და წარმოადგენს
პრიორიტეტურ სფეროს საზოგადოებისა და ქვეყნის კულტურული განვითარებისთვის.
საბაკალავრო პროგრამის მიზანია შეასწავლოს სტუდენტს ფერწერის ძირითადი პრინციპები და კანონები, ფერწერული
ურთიერთობების ძირითადი პოსტუალები, მისი ტექნიკისა და ტექნოლოგიის სპეციფიკური საშუალებები, გამოუმუშაოს სტუდენტს
უნარ-ჩვევები რომლის საშუალებითაც იგი შეძლებს ნებისმიერი მის წინაშე მდგომი პროფესიული და შემოქმედებითი პრობლემის
გადაჭრას. სწავლება წარმოებს მოცემული მხატვრული ამოცანებისა და მიზნებიდან გამომდინარე. სწავლების პროცესის ერთ-ერთი
მთავარი და საბოლოო მიზანია ფერწერის ხასიათის გათვალისწინებით, კომპოზიციის მრავალფეროვანი კანონების დაუფლება და
მათი საშუალებით თანამედროვე მხატვრული ფორმების შექმნა.
პირველ რიგში სტუდენტმა უნდა შეისწავლოს ხატვის, ფერწერისა და კომპოზიციის საფუძვლები, კანონები და პრინციპები. აგრეთვე
შეისწავლება ხელოვნების ისტორიის ძირითადი პერიოდები და ინფორმატიკის ის ძირითადი პრინციპები რომლებიც აუცილებელია
თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში კომუნიკაციისთვის. ამ საგანთა შესწავლის პარალელურად სტუდენტი იწყებს სცენოგრაფიის
და კინო-ტელე ხელოვნების საფუძვლების შესწავლას. ხელოვნების თანამედროვე ხედვა თავის-თავში აერთიანებს როგორც
ტრადიციული მეთოდების გამოყენებას, ასევე უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას, იგი შემოქმედებით-ექსპერიმენტალური
პროცესია. პროგრამის მიხედვით ფერმწერის აღზრდა მიმდინარეობს წლობით გამომუშავებული, განსაზღვრული დახვეწილი
სისტემის საშუალებით, მაგრამ ამასთან ერთად სტუდენტს ეძლევა საშუალება თავისუფალი შემოქმედებითი მუშაობისა, სადაც იგი
საკუთარი იდეის რეალიზებას ახდენს

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: +995(422) 27-93-53
მისამართი: საქართველო,
ელ.ფოსტა: info@batu.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]