კატეგორია: მაგისტრატურა

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სამაგისტრო პროგრამა

საქართველო
April 9, 2021
17 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
no media
საფასური:
სერთიფიცირება: მაგისტრი ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში
პროგრამის აღწერა:

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაგისტრის აკადემიური ხარისხის
მქონე, ღრმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე დამყარებული კონკურენტუნარიანი,
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრები ფიზიკური
მედიცინისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, რომელსაც ექნება ცოდნა, უნარჩვევები და გამოცდილება დაფუძნებული სფეროს თანამედროვე თეორიულ, პრაქტიკულ
და კვლევით კომპონენტებზე, შეეძლება კომპეტენტურად წარმართოს სამეცნიეროკვლევითი და პრაქტიკული საქმიანობა ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში.
სწავლის შედეგები. კურსდამთავრებულს ეცოდინება: სიღრმისეულ და სისტემურ
დონეზე ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები,
სტრატეგიები, ტექნიკური საშუალებები და ინოვაციური მეთოდები, სარეაბილიტაციო
ღონისძიებების განსაზღვრა, სპორტსმენთა და არა სპორტსმენთა ჯანმრთელობის, ფიზიკური განვითარებისა და ფუნქციური შესაძლებლობების განვითარების კანონზომიერებები; სპორტსმენთა ტრავმული დაზიანებების დროს პირველადი გადაუდებელი
დახმარების მეთოდები, ტრავმული დაზიანებების მიმდინარეობის თავისებურებები,
ტრავმის შემდგომ პერიოდში ფიზიკური მეთოდებით რეაბილიტაციის პრინციპები;
ტრავმული დაზიანებების შესაძლო გართულებები და მათი პრევენცია.
კურსდამთავრებულს შეეძლება: სხვადასხვა დაავადებების, დაზიანებებისა და ტრავმების დროს სამედიცინო რეაბილიტაციის ტაქტიკის შერჩევა; უახლესი მეთოდებისა და
მიდგომების გამოყენებით, სპორტის სახეობებისა და სარეაბილიტაციო ვადების
მიხედვით, ინდივიდუალური სარეაბილიტაციო და სპეციალური სავარჯიშო
ღონისძიებების განსაზღვრა და წარმატებით განხორციელება; სამკურნალოსარეაბილიტაციო საშუალებების დროული და უსაფრთხო გამოყენება. რთული,
არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე არგუმენტირებული
დასკვნის გაკეთება; სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, სწავლის პროცესის
თავისებურებებისგაცნობიერება.

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: (+995) 275-25-13
მისამართი: საქართველო,
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]