კატეგორია: ბაკალავრიატი

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამა

საქართველო
April 9, 2021
13 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
no media
საფასური:
სერთიფიცირება: ბაკალავრი ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში
პროგრამის აღწერა:

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დარგში
მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას, რომელთაც
ეცოდინებათ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის თანამედროვე თეორიები,
პრინციპები, მეთოდები და საშუალებები, ფიზიკური დატვირთვისადმი ადამიანის
ორგანიზმის ადაპტაციის მეთოდები, ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების
გავლენა სპორტსმენის ორგანიზმზე, ტრავმების პრევენცია, პირველადი დახმარების
აღმოჩენა სპორტული ტრავმების დროს, რეაბილიტაციის პროცესის მართვა, სპორტსმენების
კვების პრინციპები, კინეზოკორექციული ღონისძიებები და სარეაბილიტაციო
საშუალებები. შეეძლებათ კომპეტენტურად წარმართონ პრაქტიკული საქმიანობა ფიზიკურ
მედიცინასა და რეაბილიტაციაში.
სწავლის შედეგები - კურსდამთავრებულს აქვს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის
პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ფართო ცოდნა, ასევე სფეროსთვის
დამახასიათებელი შემეცნებითი და პრაქტიკული უნარები. ფიზიკური მედიცინისა და
რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდებისა და საშუალებების ცოდნა, რომელიც მოიცავს
თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებასა და ცოდნის ზოგიერთ უახლეს ასპექტს.კურსდამთავრებულმა იცის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის თანამედროვე
თეორიები, პრინციპები, მეთოდები და საშუალებები; ფიზიკურ ვარჯიშებთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური ფაქტორები და მათი გავლენა ადამიანის
ჯანმრთელობაზე; ფიზიოთერაპიის სახეები და თავისებურებები, ფიზიოთერაპიული
პროცედურების დანიშვნის ჩვენებები და უკუჩვენებები. სპორტსმენისა და არა მოვარჯიშე
ადამიანის კვების რეჟიმის განსაზღვრა, რაციონალური და ბალანსირებული კვების ძირითადი
პრინციპები, მათი შეფასების მეთოდები. სხვადასხვა ნიშნით სამკურნალო ვარჯიშის
კლასიფიკაცია და ადამიანის ორგანიზმზე ფიზიკური ვარჯიშის კლინიკური და
ფიზიოლოგიური მნიშვნელობა.

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: (+995) 275-25-13
მისამართი: საქართველო,
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]