კატეგორია: ბაკალავრიატი

ფინანსები

საქართველო
April 2, 2021
6 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): საბაკალავრო - 240 საათი (4 წელი)
საფასური: 4 680 ლარი
სერთიფიცირება: გაიცემა დიპლომი
პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანი

ფინანსების საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებით კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის სხვადასხვა სექტორის საქმიანობის განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო, და არასამთავრობო სექტორებში; პროგრამის მიზანია აგრეთვე სტუდენტებისათვის ბიზნესის და ფინანსების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების საფუძვლიანი ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და ზოგადი კომპეტენციების უზრუნველყოფა.

დასაქმების სფერო

ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნისა უნარების დახმარებით, კურსდამთავრებულს საშუალება ექნება დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო სექტორში, სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებში (საწარმოო და ბიზნეს სტრუქტურები), სადაც ის პრაქტიკულად განახორციელებს ძირითად პროფესიულ ფუნქციებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფში მუშაობის დროს. კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს არა მხოლოდ ბიზნესის და ფინანსების, არამედ სხვა პროფილითაც, შესაბამის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საბაკალავრო საგანმანათლებო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჩარიცხვა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე.

საერთაშორისო აპლიკანტების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/en/page/admissions).

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: + 995 32 259 50 05/06/09
მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ, , საქართველო,
ელ.ფოსტა: bm@ibsu.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]