კატეგორია: ბაკალავრიატი

ფსიქოლოგია

საქართველო
March 30, 2021
6 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 4 წელი (6000 საათი)
საფასური: 2 000 ლარი
სერთიფიცირება: დიპლომი
პროგრამის აღწერა:

თანამედროვე საზოგადოებაში ტექნოლოგიების სწრაფი განვითრებისა და საქმიანი ცხოვრების რითმის ინტენსივობის  ფონზე სულ  უფრო აქტუალური ხდება  ფსიქოლოგის პროფესია. ეს განსაკუთრებით იგრძნობა საგანმანათლებლო თუ სხვა სპეციალური დანიშნულების დაწესებულებებში, ჯანდაცვის სფეროში, სარეკლამო და PR ინდუსტრიაში; აშკარად აღინიშნება მოთხოვნა ფსიქოლოგიურ კონსულტაციებზე. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ თანამედროვე ეტაპზე შეუძლებელია სხვადასხვა სახის ორგანიზაციების განვითარება ფსიქოლოგიის მეცნიერების მიღწევათა გათვალისწინების გარეშე. შესაბამისად სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ისეთ პერსონალზე რომლებიც ფლობენ საბაზისო თეორიულ ცოდნას ფსიქოლოგიური დარგების ძირითად დისციპლინებში და გამომუშავებული აქვთ ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც ეფუძნება პიროვნების მიმართ მთლიანობით მიდგომას, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის პრინციპებსა და განწყობის კანონზომიერებებს. შესაბამისად, პროგრამა უზრუნველყოფს ფართო სპექტრის პრაქტიკოსი-ფსიქოლოგის მომზადებას, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოების მოთხონას კვალიფიციურ ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე.

პროგრამის მიზანი:

  • მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი ფსიქოლოგიის დარგში, უზრუნველყოს როგორც დარგობრივი თეორიული ცოდნის ათვისება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემუშავება, ისე ზოგადი უნარების განვითარება.
  • უზრუნველყოს სტუდენტის პიროვნული განვითარება და ჩართულობა სასწავლო-სამეცნიერო პროცესსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
  • ხელი შეუწყოს სტუდენტის მოქალაქეობრივი და დემოკრატიული თვითშეგნების განვითარებას – პროგრამის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის გზით.
  • მოამზადოს სტუდენტი, რომლის კვალიფიკაცია და კომპეტენციები უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე.
  • მისცეს სტუდენტს საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები შემდგომ საფეხურებზე სწავლის გასაგრძელებლად.
  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მიზანი ორიენტირებულია წვლილი შეიტანოს პიროვნების ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებაში, მისი შემოქმედებითი და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში, უზრუნველყოს სტუდენტებში უმაღლესი განათლების ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების ფორმირება და მის მიერ თანამედროვე ცოდნის შეძენა; უზრუნველყოს საქართველოს შიდაეროვნული შრომის ბაზარი, დამსაქმებელთა მოთხოვნების ადეკვატური ხარისხის, სათანადო კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე ფსიქოლოგიის დარგის სპეციალისტებით.

დასაქმების სფერო:

საბაკალავრო განათლების მიღების შედეგად ფსიქოლოგიის ბაკალავრს შეუძლია  გააგრძელოს სწავლა მაგისტრატურაში, ან იმუშაოს სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციაში: სკოლაში, ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრებში, სამედიცინო დაწესებულებებში, საწარმოებსა და ოფისებში ასისტენტ ფსიქოლოგად დასაქმების ადგილას მომუშავე პროფესიონალი ფსიქოლოგის ხელმძღვანელობის ქვეშ. აღნიშნული საბაკალავრო პროგრამის კომპეტენციები აგრეთვე შესატყვისია ორგანიზაციათა ადმინისტრაციული, ადამიანის რესურსების მართვის და მომსახურების სფეროს მუშაკებისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: +995 32 254 59 09
მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №31 (ყოფილი ჩოლოყაშვილის 53), , საქართველო,
ელ.ფოსტა: thu-posta@thu.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]