ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება/Processing of fruit and vegetable

July 16, 2021
11 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 36 თვე
საფასური:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალოპროფესიული კვალიფიკაცია სასურსათო პროდუქტების წარმოებაში / Secondary Vocational Qualification inFood Production
პროგრამის აღწერა:

მიზანი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისმიზანია წარმოება და გადამუშავების სფეროსთვის, კერძოდ კი, სასურსათო პროდუქტების წარმოებისთვის შრომის ბაზარიუზრუნველყოფილ იქნას კონკურენტუნარიან კადრით.

დაშვების წინაპირობა

სრული ზოგადი განათლება; პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება

საბაზო ზოგადი განათლება - საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების შემთხვევაში; პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება

დასაქმებისსფერო და შესაძლებლობები

სასურსათო პროდუქტების წარმოებისსაშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ხილის, ბოსტნეულისა და მსგავსი პროდუქტების დამკონსერვებლად, საკვებისა და მსგავსი პროდუქტების დასამუშავებელი მანქანების ოპერატორად, შესაფუთი, ჩამოსასხმელი და ეტიკეტის დასაკრავი მანქანების ოპერატორად,ხელით მფუთავადნებისმიერ სახელწიფო და კერძო კომპანიაში.

სტრუქტურა და მოდულები

ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებასრული ზოგადი განათლების მქონე პირთათვის მოიცავსჯამურად 85 კრედიტს, რომელთაგან 15 კრედიტი არის ზოგადი მოდულები, 18 კრედიტი არის საერთო პროფესიული მოდულები, 52 კრედიტი არის კონცენტრციის მოდულები. საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სასურსათო პროდუქტების წარმოებაშიმისანიჭებლად ქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 85 კრედიტი, ხოლო არაქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 115 კრედიტი, რომელთაგან 85 კრედიტს ემატება ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 (30 კრედიტი)

ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება საბაზო ზოგადი განათლება მქონე პირის შემთხვევაში მოიცავს7 ზოგად მოდულს ჯამური 68 კრედიტის რაოდენობით, 6 საერთო პროფესიულ მოდულს ჯამური 18 კრედიტის რაოდენობით და 16ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება- კონცენტრაციის მოდულს ჯამური 52 კრედიტის რაოდენობით. საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისთვის ქართულენოვანმა პირმა უნდა დააგროვოს ჯამურად 138 კრედიტი, არაქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 168 კრედიტი, რომელთაგან ზოგადი მოდულების კრედიტებს ემატება ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 (ჯამურად 30 კრედიტი)

პროგრამა დეტალურად იხილეთ:

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: 0353 20 04 23
მისამართი: კაჭრეთი, , ,
ელ.ფოსტა: kachreti@gmail.com

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]