ხის მხატვრული დამუშავება / Wood Artistic Processing

July 16, 2021
9 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 15.5თვე; არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 18 თვე;
საფასური:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ხის მხატვრულ დამუშავებაში / Basic Vocational Qualification in Wood Artistic Processing
პროგრამის აღწერა:

მიზანი:

პროგრამის მიზანია, ხისმხატვრული დამუშავების სფეროსთვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება. პროგრამის საფუძველზე მომზადდება კადრები შემდეგი კვალიფიკაციების მიმართულებით: 1. ხის მხატვრული დამუშავება. ხის მხატვრული დამუშავების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს ხის მხატვრული დამუშავების კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, რომელმაც იცის ხის მხატვრული დამუშავებისთვის საჭირო დანადგარების, ხელსაწყოებისა და მასალის შერჩევა, ესკიზისა და ნახაზის შესრულება, კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების გამოყენებით ხის ავეჯის კონსტრუირება, ესკიზის მიხედვით ხის მხატვრული კვეთა, ხის ავეჯისა და დეკორატიული ნივთების დამზადება უსაფრთხოების წესების დაცვით, ხის დაზიანებული ავეჯის შეკეთება.

დაშვების წინაპირობა/წინაპირობები: საბაზო განათლება, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება

კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:

ხის მხატვრული დამუშავებაშისაბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს ავეჯის კონსტრუქტორად, ეკლესიების, სკოლების, რესტორნების ავეჯის მწარმოებლად, სპეციალური ავეჯის (დახლების, ვიტრინების, თაროების და მისთ) მწარმოებლად, საოფისე ავეჯის მწარმოებლად, ხის საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სამზარეულოს საკუთნოების მწარმოებლად, ხის სტატუეტების და ორნამენტების, ხის ინკრუსტაციების, ხის ფერადი მოზაიკის მწარმოებლად, ხის ყუთების, საიუველირო ნაკეთობების, სასადილო საკუთნოების და მსგავსი ნაკეთობების მწარმოებლად. პირს შეუძლია დასაქმდეს: ავეჯის დამამზადებელ საწარმოში, ხის დამამუშავებელ საწარმოში, ხის წნული ნივთების დამამზადებელ სახელოსნოში, შექმნას კერძო წარმოება და ააწარმოოს საკუთარი ბიზნესი.

ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდები: 16.29; 16.29.0; 31.0; 31.01; 31.01.0.

დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდები: 7522; 7523.

სტრუქტურა და მოდულები:

„ხის მხატვრული დამუშავება“ მოიცავს6 ზოგად მოდულს ჯამური 16 კრედიტის ოდენობით, 5 საერთო პროფესიულ მოდულს ჯამური 16 კრედიტის ოდენობით. 9 ხის მხატვრული დამუშავების პროფესიულ მოდულს ჯამური 46 კრედიტის ოდენობითდა 1 არჩევით მოდულს 7 კრედიტის ოდენობით. საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ხის მხატვრულ დამუშავებაში კვალიფიკაციის მინიჭებისათვის ქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს85 კრედიტი, ხოლო არაქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 100 კრედიტი, რომელთაგან 85 კრედიტს ემატება ქართული ენა A2 (15კრედიტი)

დეტალურად პროგრამის შესახებ:

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: 0353 20 04 23
მისამართი: კაჭრეთი, , ,
ელ.ფოსტა: kachreti@gmail.com

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]