კატეგორია: მაგისტრატურა

ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

საქართველო
April 9, 2021
10 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
no media
საფასური:
სერთიფიცირება: : ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში
პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანია ღრმა თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე დამყარებული, შრომის
ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის
მომზადება, რომელსაც სიღრმისეულ და სისტემურ დონეზე ეცოდინება: ჯანდაცვის
ობიექტების საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება, მოტივაცია, კონტროლი და გააცნობიერებს
ჯანდაცვის მენეჯმენტის პრობლემების გადაჭრის გზებს; ჯანდაცვის ობიექტებში ადამიანური
რესურსების მენეჯმენტი; ჯანდაცვის ობიექტების უმაღლესი მმართველობა და სტრატეგია;
საფინანსო მენეჯმენტი და ინოვაციური პროცესების მართვა. შეეძლება: ეფექტიანად და
კრეატიულად გამოიყენოს სამედიცინო ობიექტების ეკონომიკისა და მენეჯმენტის ძირითადი
მიმართულებები, იმოქმედოს გაუთვალისწინებელ და მრავალფეროვან გარემოში; დანერგოს
უმაღლესი მმართველობის მენეჯმენტი. შეეძლება კომპეტენტურად წარმართოს
მენეჯერული საქმიანობა. კურსდამთავრებულთა პრაქტიკული საქმიანობისათვის
აუცილებელი მმართველობითი კომპეტენციების გამომუშავება, რაც გულისხმობს დარგის
თეორიული ცოდნის შეძენას, მენეჯერის პროფესიისთვის სავალდებულო ეთიკური
ღირებულებებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, შემდგომ
პროფესიულ განვითარება დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას, მართვის
მიმართულებით კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, ჯანდაცვასა და ეკონომიკის სხვა
დარგებში მენეჯერულ საქმიანობას.
სწავლის შედეგები: შეეძლება ჯანდაცვის სისტემის ობიექტების ეკონომიკისა და
მენეჯმენტის მნიშვნელობისა და როლის განსაზღვრა. ეცოდინება მენეჯმენტის მეთოდები,
პრინციპები და ფუნქციები. საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება, მოტივაცია და კონტროლი,
ჯანდაცვის მენეჯმენტის განვითარებისა და ეფექტიანობის პრობლემების გადაჭრა,
საქმიანობის ორგანიზება. გამოიყენოს მენეჯმენტის თანამედროვე სახეები, ხელი შეუწყოს
ჯანდაცვის ობიექტების ფუნქციონირების სრულყოფას; გამოიყენოს ჯანდაცვის ობიექტებში
ბიზნესის მართვის მეთოდები, იმოქმედოს გაუთვალისწინებელ და მრავალფეროვან
გარემოში; დამოუკიდებლად გაუწიოს ხელძღვანელობა ბიზნესის განვითარებას ჯანდაცვის
ობიექტებში; ინოვაციური პროცესების მართვასა და საინვესტიციო პოტენციალის შეფასებას;
კომპეტენტურად წარმართოს მენეჯერული საქმიანობა, ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა
სახისა და პროფილის სამკურნალო-პროფილაქტიკურ, გამაჯანსაღებელ და რეკრეაციულ
ობიექტებში, ფარმაცევტულ და სადაზღვევო კომპანიებში, აგრეთვე ნებისმიერი
მიმართულებისა და საქმიანობის კომპანიებში.

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: (+995) 275-25-13
მისამართი: საქართველო,
ელ.ფოსტა: info@geomedi.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]