ONLINE განათლების ფორუმი „სწორი არჩევანი“- რეგისტრაცია დაიწყო !

ONLINE განათლების ფორუმი „სწორი არჩევანი“ 5, 6 და 7 თებერვალს ტარდება და მასში უკვე 20-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება ჩაერთო, მათ შორისაა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, კოლეჯები და ტრენინგ ცენტრები. ფორუმზე სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს ელოდებათ უამრავი საინტერესო სასწავლო პროგრამა, ვებინარები, პრიზები.

თუ ხარ აბიტურიენტი, სტუდენტი ან ნებისმიერ ასაკში ეძებ შენთვის საინტრესო სასწავლო პროგრამებს, მაშინ ეს ფორუმი სწორედ შენთვისაა!
5-7 თებერვალს 3-დღიან განათლების ფორუმზე ONLINE:
გაიცნობ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს, პროფესიულ კოლეჯებს, ტრენინგ ცენტრებს
მიიღებ ინფორმაციას სტუდენტურ მობილობაზე და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების შეთავაზებებზე
აღმოაჩენ უამრავ ფასიან და უფასო სასწავლო პროგრამას, რომლებზეც აქამდე არ გსმენია
დაესწრები შენთვის საინტერესო უფასო ვებინარებს, გაიგებ მეტს განათლების სფეროში არსებული სიახლეების შესახებ
ჩაერთვები გათამაშებში და მიიღებ პრიზებს
და რაც მთავარია ამ ყველაფრისთვის შენ შეგიძლია თბილად მოკალათდე სავარძელში და შემოუერთდე ფორუმს

ფორუმზე დასასწრებად აუცილებელია დარეგისტრირდე მითითებულ ბმულზე
https://cutt.ly/EjSeRtE

ყურადღება!

ფორუმზე რეგისტრაცია უფასოა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია!