კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენ ვიცით, რომ გვენდობით.ამიტომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მაქსიმალური სიფრთხილით დავიცავთ. როგორ გავაკეთებთ ამას?

გამოყენება

ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს ექსკლუზიურად იმ მიზნისთვის, რისთვისაც თქვენ ის მიუთითეთ.

Studyprogrammes.ge პორტალზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით  წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში — პოლიტიკა).

თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ Studyprogrammes.ge პორტალის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.

წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა, დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ მას გაეცნოთ რეგულარულად.

ვინ ვართ ჩვენ?

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებებიge-ზე (შემდგომშიჩვენ“ ან ჩვენი“) ნიშნავს შპს „ბესთ ფიფოლ“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პსუხისმგებლობის საზოგადოება, ს/კ: 406234141) (შემდგომში ჩვენ“) მიერ მართულ studyprogrammes.ge-ს (ვებგვერდი“ ან გვერდი“). ჩვენ განვსაზღვრავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.

 

რა წარმოადგენს წინამდებარე პოლიტიკის მიზნებს და მოქმედების სფეროს?

პერსონალური მონაცემები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით. ხოლო პერსონალური მონაცემების დამუშავება, ამავე კანონის შესაბამისად, განიმარტება, როგორც ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

რა სახის მონაცემების ვამუშავებთ?

თქვენს შესახებ ინფორმაცია და მონაცემები (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ მოცემული მოცულობის ინფორმაციის შეგროვება/შენახვა/გამოყენება/დამუშავება ჩვენ მიერ სავალდებულო არ არის. Studyprogrammes.ge იტოვებს უფლებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვადასხვა მიზნით, კონკრეტულ შემთხვევებში საჭიროებისამებრ შეაგროვოს/შეინახოს/გამოიყენოს/დაამუშაოს მონაცემები), რომელთა შეგროვებაც, შენახვა, გამოყენება და დამუშავებაც შეგვიძლია, შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი მონაცემებით: 

პერსონალური მონაცემები :

მომხმარებლის ანგარიშის დეტალები: თქვენს მიერ მომხმარებლის ანგარიშის გახსნისას (რეგისტრაციისას) და სერვისებით  სარგებლობისას, თქვენი დაკვეთის/მოთხოვნის დამუშავებისთვის/შესრულებისთვის და წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის  შესაძლოა ჩვენ მოგთხოვოთ თქვენს შესახებ კონკრეტული პერსონალური მონაცემების მოწოდება, როგორიცაა: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ა.შ. ასევე, საიტზე ავტორიზაციის გავლისა ან/და საგადახდო ოპერაციის განხორციელების მიზნებისთვის, ჩვენ შესაძლოა დავამუშავოთ თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი და ბარათის დეტალები/მონაცემები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი მომსახურების  გაწევისთვის.

ნებაყოფლობითი ინფორმაცია : ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ნებაყოფლობით სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. მაგ. როდესაც გვიკავშირდებით ელექტრონული ფოსტით ან გვიზიარებთ თქვენს შესახებ დამატებით ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენი ვებ გვერდის სერვისების გამოყენებით, ,როდესაც მაგალითად გვაწვდით პირადი ინტერესების შესახებ ინფორმაციას.

ანალიტიკური ინფორმაცია : ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია  თქვენს მიერ სერვისების გამოყენების თაობაზე, როგორიცაა ფაილების ძიება, მომხმარებლის აქტიურობა (მაგ. ნანახი გვერდები, კონკრეტულ გვერდზე დახარჯული დრო, ონლაინ გვერდების დათვალიერება, დაწკაპუნებები, ქმედებები და ა.შ.) დროის მარკები, შეტყობინებები და ა.შ. ინფორმაცია შეგროვება ხდება ინციდენტების აღმოფხვრის მიზნით, ასევე თქვენს მიერ სერვისების გამოყენების  შესახებ კვლევისა და ანალიზის მიზნებისთვის.

 

არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია:

ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დეიდენტიფიკაცია და ანონიმიზაცია იმგვარად, რომ ვერ განხორციელდეს თქვენი პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირება. ამგვარად დეიდენტიფიცირებული ინფორმაციის ჩვენ მიერ გამოყენება და გამჟღავნება არ ექვემდებარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს. ჩვენ შეგვიძლია შეუზღუდავად გავუმჟღავნოთ ეს ინფორმაცია სხვებს ნებისმიერი მიზნით.

ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს?

საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების დამუშავების საფუძვლების არსებობისას, კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად თქვენი პერსონალური მონაცემები შეგვიძლია გავუზიაროთ studyprogrammes.ge ჯგუფს და ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა პირებს: 

თქვენს კანონიერ წარმომადგენელს;

სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელს ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ორგანოებს;

მესამე მხარეებს, ვისთვისაც გვთხოვთ (ან ნებას გვრთავთ) თქვენი მონაცემების გაზიარებას;

მესამე მხარეებს, ვისთვისაც ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია თქვენს მიერ მოთხოვნილი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად;

კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ მესამე პირს.

თქვენთან დაკავშირებულ და თქვენთვის საინტერესო მომსახურებებთან, პროდუქტებთან, სერვისებთან, და ვებგვერდებთან დაკავშირებული სარეკლამო მასალების მოწოდების მიზნით (პირდაპირი მარკეტინგი), ჩვენ შეგვიძლია უშუალოდ ვისარგებლოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციით, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ თქვენი სახელით, ელექტრონული ფოსტის მისამართით ან ტელეფონის ნომრით ან ამისათვის მივმართოთ ჩვენს მესამე მხარის ქვეკონტრაქტორებს/აფილირებულ პირებს/ერთობლივი მარკეტინგის პარტნიორებს/ბიზნეს პარტნიორებს.    

იმისათვის, რომ მოგაწოდოთ ჩვენი და ჩვენი მარკეტინგული პარტნიორების აზრით თქვენთვის შესაბამისი სხვადასხვა მარკეტინგული წინადადებები, ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ და გავუმჟღავნოთ აღნიშნული პერსონალური ინფორმაცია ჩვენს მარკეტინგის პარტნიორებს. 

ონლაინ უსაფრთხოება

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისთვის. 

 

გარე ბმულები

გვერდი შეიძლება შეიცავდეს სხვა ვებგვერდებზე ჰიპერბმულებს, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ ჩვენგან განსხვავებული პოლიტიკები და მეთოდები. ის ფაქტი, რომ ჩვენ მოვახდინეთ ბმულის უზრუნველყოფა გვერდზე, არ წარმოადგენს ჩვენ მიერ მოწონებას, ავტორიზაციას, სპონსორობას ან ჩვენთვის მიკუთვნებას ამ გვერდთან, მის მფლობელებთან ან პროვაიდერებთან. სხვა გვერდებზე ბმულები მოცემულია მხოლოდ თქვენი გამოცდილების გამარტივების თვალსაზრისით. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ ჩვენს ვებგვერდთან დაკავშირებული სხვა ვებგვერდების შინაარსზე, უტყუარობაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და საიმედოობაზე. რისკი არსებობს ინტერნეტით ნებისმიერი ინფორმაციის, პროდუქტის, პროგრამული უზრუნველყოფის და სერვისების გამოყენებისას. ინტერნეტით ამ გვერდების გამოყენებამდე, ნდობამდე და რაიმეს შეძენამდე  დარწმუნდით, რომ სრულად აცნობიერებთ ამ რისკებს. 

 

თქვენ უფლება გაქვთ:

მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;

მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;

მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ:

გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; თანხმობის გათხოვისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე „კონტაქტის“ გრაფაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;

მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.

მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ:

სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;

მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ ეწინააღმდეგებით მათ წაშლას და სანაცვლოდ ითხოვთ დაბლოკვას;

მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გესაჭიროებათ სამართალწარმოების მიზნით;

მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა;

ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა, რომლითაც მოგვანიჭეთ თქვენი მონაცემის დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დამუშავებას შევწყვეტთ, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;

წარადგინოთ პრეტენზია დამუშავებასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ან სასამართლოში;

თქვენი უფლებების შეზღუდვა:

თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, ან ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს; ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციათა და უფლებამოსილებათა განხორციელებას; სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.

 

გამოყენების პირობები

თქვენს მიერ ჩვენი გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ გვერდზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი) ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.

 

კავშირი ჩვენთან

დაგვიკავშირდით info@studyprogrammes.ge -ზე, თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.