ვებ გვერდის მოხმარების წესები და პირობები:

ინფორმაციის განთავსება:

Studyprogrammes.ge  არის ვებ-საიტი,რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა სასწავლო პროგრამას და ერთის მხრივ ეხმარება აბიტურიენტებს სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის სწრაფად და მარტივად მოძიებაში, ხოლო მეორეს მხრივ ეხმარება სასწავლო დაწესებულებებს,თავიანთი სასწავლო პროგრამების ჩვენს გვერდზე განთავსებასა და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.

როდესაც ჩვენი ვებ-საიტის  მომსახურებით სარგებლობთ, ინფორმაციის მიმოცვლა ხდება საიტსა და მომხმარებელს შორის.ეს გვერდი განკუთვნილია იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ საიტის გამოყენების წესები, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, საიტზე ინფორმაციის  განთავსების და თქვენთვის სასურველი პაკეტის შეძენის პირობები.

საიტზე დარეგისტრირებით და/ან მმართველი კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ან „ვეთანხმები პირობებს“ უჯრის (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე. აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა. თქვენს მიერ გაცემულ და ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით არსებულ პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღბად გაეცანით კონფიდენციალურობის პოლიტიკა https://studyprogrammes.ge/privacy-policy/

თანხის დაბრუნების პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის და თანხის დაბრუნების პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტები ამ წესებისა და მხარეთა შორის არსებული გარიგების განუყოფელი ნაწილია და მინიჭებული აქვს იდენტური სამართლებრივი სტატუსი.

სასწავლო დაწესებულებებს შეუძლიათ studyprogrammes.ge-ზე დარეგისტრირდნენ უფასოდ, და განათავსონ  მათ შესახებ ინფორმაცია,რომელიც მოიცავს:

სასწავლო დაწესებულების პროფილის შექმნს,

თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსებას(მაქს.200 სიტყვა)

ლოგო

ქავერის ფოტო

ერთი სასწავლო პროგრამის განთავსება,1 თვის ვადით

სასწ.პროგრამის პოსტერი.

მომხმარებლებს დამატებით შეუძლიათ ისარგებლო შემდეგი პაკეტებით:

https://studyprogrammes.ge/submit-listing/